სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის უცნობი დეტალები

ამ ნომერში „დრონი.ჯი“ ასრულებს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მასალების გამოქვეყნებას. კომისიას უახლოეს ხანს მუშაობის ვადა გაუხანგრძლივდება. კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ბევრი გარემოება დამატებით კვლევას მოითხოვს და ეს გარკვეულ დროს საჭიროებს.
ბადრი ზარანდიასგან ვერც ოჯახის განადგურების მუქარით, ვერც ფულით და ვერც თავიანთი ზღაპრებით ვერ შეძლეს გამოეძერწათ ბერბიჭაშვილი, თორემ ზვიად გამსახურდია, მათი გაანგარიშებით, უნდა მომკვდარიყო 1993 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში. შოთა კვირაიასა და იგორ გიორგაძის უწყებები დასავლეთ საქართველოში გამსახურდიას ლიკვიდაციისთვის ერთსა და იმავე ჯგუფზე მუშაობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ე.წ. ეროვნული მეომრები გია გულუას დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. გულუას გეგმა მუჟავაში ჩავარდა. პრეზიდენტი მიხვდა, რომ მუჟავაში მას საფრთხე ემუქრებოდა და ადგილის შეცვლა მოითხოვა. შევარდნაძის საგანგებო შტაბის დავალებით ჯერ კიდევ ცოცხალ ზვიად გამსახურდიაზე 30 დეკემბერს ანატოლი ჩუხუამ და გუჯუჯი ებრალიძემ გაავრცელეს ჭორი მისი თვითმკვლელობის შესახებ. გულიკო ტიბუა კოკო გამსახურდიასთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ მას ეს ამბავი უთხრეს ახალ წლამდე ერთი დღით ადრე. კარლო ღურწკაიას სახლის მახლობლად ის ჯგუფი დაბანაკდა, რომელმაც გამსახურდიას მკვლელობაში მონაწილეობაზე დათანხმება გია გულუას ხელის აწევით დაუდასტურა, ორი საათის სავალზე იმ სახლამდე, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა.
ბესარიონ გუგუშვილმა იმ იდუმალებით მოცული ღამის შესახებ კიდევ ერთხელ დაწვრილებით მოყოლაზე უარი განაცხადა. გუგუშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ აბსანძესავით არ მოიქცა და მოსკოვში არ გადაიხვეწა.
გარდაცვალების საღამოს, გვიან, პრეზიდენტთან სტუმრად იმყოფებოდა ზაურ ჩუხუა. ზვიად გამსახურდიამ მისგან ახალი სახლის მოძებნა და წალენჯიხის პრეფექტის, ზურაბ გუჩუას მიყვანა მოითხოვა. პრეზიდენტმა თავის გარემოცვას დაავალა მომდევნო დღეს ახალ თავშესაფარში გადასვლის უზრუნველყოფა. 30 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ღურწკაიების სახლთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, ადამიანთა ჯგუფის მოძრაობა დაფიქსირდა. ცნობისთვის, ამ ადამიანთა შორის არ იმყოფებოდნენ ბადრი ზარანდია და ზაურ შონია, იგივე „პუშკინა“, ხოლო სტუმარი ზაურ ჩუხუა ღურწკაიების სახლიდან ზუსტად ღამის 12 საათზე გავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში კარლო ღურწკაიას სახლის მეორე სართულზე გასროლის ხმა გაისმა.
როსტოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა: ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია 54 წლის ასაკში, 15 წლის წინ გარდაცვლილია. ექსპერტები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე – ხვრელოვანი მოტეხილობა მარჯვენა საფეთქლის ძვალში, დაზიანება პირველი წარმოადგენს შემავალ ხვრელს, რასაც მოწმობს მისი მომრგვალებული ფორმა, სწორი კიდეები.

დენთის კვალი და ძვალზე დარჩენილი დამწვრობა მიუთითებდა იმაზე, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას თავის ქალაზე აღმოჩენილი ჭრილობა მიყენებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 50 სმ-ის, ანუ ნახევარი მეტრის დისტანციიდან. „სტეჩკინი“, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პრეზიდენტს გულ-მკერდზე ედო. ცნობისთვის: „სტეჩკინი“ დატენილი მჭიდით დაახლოებით 2კგ-ს იწონის, ხოლო მისი სიგრძე 23 სმ-ია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დაკარგულია მკვლელობის იარაღი, არ ჩანს მასრა და ტყვიის გულა. ხელისუფლებისთვის ეს ფაქტი ცნობილია, გამოძიება კი დღემდე არ დაწყებულა.

29 ივნისს პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიასგან მოისმენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს თაობაზე და სავარაუდოდ, კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებს კომისიას მუშაობის ვადას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100