სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუგავას შეთავაზება და ოპოზიციის ირონია

„ლეიბორისტები“ საკრებულოს ოპოზიციურ ძალებს ნაციონალების მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გუგავას თქმით, ოპოზიციამ წინასწარ წაგებულ არჩევნებში მონაწილეობით და უგულავასთვის გამარჯვების მილოცვით სააკაშვილის ხელისუფლება განამტკიცა.
„თუ საკრებულოში შესული ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ბოიკოტს გამოაცხადებს და ფოჩიანი კანფეტებივით ჩამორიგებულ თანამდებობებზე უარს იტყვის, ყველაფერი გამოსწორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე მიხეილ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიაციაც იქნება პასუხისმგებელი“, - აღნიშნა გუგავამ. თუმცა, თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიცია გუგავას შეთავაზებაზე მხოლოდ ირონიულად იღიმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100