თბილისის 100 სხვადასხვა სკოლის დირექტორმა პროფესიული ეთიკის კოდექსი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი მონაწილეობდნენ.
თბილისის 100 სხვადასხვა სკოლის დირექტორმა პუნქტობრივად განიხილა კოდექსი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მათი ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან.
დირექტორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორს ევალება უსაფრთხო, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. სკოლოს დირექტორი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად ასრულებს სკოლის წარმატებულობის ერთ-ერთი გარანტია.
სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დირექტორის კოდექსთან ერთად მასწავლებლისა და მოსწავლის კოდექსიც ამოქმედდება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი დარბაზი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
კომენტარი