სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

"ჩვენი პოზიცია იგივეა - ოქრუაშვილს დაუსწრებლად აქვს სასჯელი მისჯილი და თუ ჩამოვა, ამით მართლმსაჯულებას მხოლოდ დაეხმარება. რა თქმა უნდა, მას დავაკავებთ", - განაცხადა უტიაშვილმა.

"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღეს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ვდგებით ხალხის გვერდით. 25 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები საქართველოში, რათა დავასრულოთ ეს ხელისუფლება", - თქვა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100