მეცნიერების ახალი დასკვნა:სხვების დახმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი, ვინც სხვა ადამიანებს ეხმარებიან უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ის, რომ დახმარების მიღება არცთუ ისე სასარგებლოა, როგორც ერთი ნახვით გვეჩვენება.
დახმარების სახეები შეიძლება
სრულიად განსხვავებული იყოს.
მაგალითად, მეგობარი წაიყვანო ექიმთან, მოხუცებულ მეზობელს გაეგზავნო საყიდლებზე, ანდა მოუარო ავადმყოფ ნათესავს ეს ფიზიკური დახმარების მაგალითებია.
თუმცაღა დახმარება ემოციურიც შეოძლება იყოს, მაგალითად მოვუსმინოთ ადამიანს, რომელსაც ვინმესთვის გულის გადაშლა და საკუთარი პრობლემების გაზიარება უნდა, ზოგჯერ უფრო ძნელია, ვიდრე ვინმესთვის მძიმე ჩანთის მიტანა.
მაგრამ სწორედ თქვენი მოთმინება და სხვა ადამიანის პრობლემებში ჩართულობა, შესაძლოა დაეხმაროს მას ცხოვრების შეცვლასა და სირთულეების დაძლევაში.
ინტუიტიურ დონეზე ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი დახმარება ადამიანს თავს უკეთ აგრძნობინებს. თუმცაღა თუკი ადამიანი მუდმივად სხვას მიმართავს დახმარებისთვის, მას შეიძლება დამოკიდებულების
გრძნობა განუვითარდეს, რომელმაც შემდგომ შესაძლოა, მოუსვენრობისა და დანაშაულის შეგრძნება დაბადოს. ადამიანმა თავი შეიძლება ზედმეტ ტვირთად იგრძნოს.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინად იცოდნენ, რომ სოციალური კონტაქტები დამცავ ზემოქმედებას ახდენენ თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე.
ისინი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებენ , გაციების და სხვა ინფექციური დაავადებების ალბათობას ამცირებენ და აჩქარებენ გამოჯანმრთელების პროცესს.
თუმცაღა მეცნიერები დღესდღეობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა სოციალური კონტაქტი ერთნაირ ზემოქმედებასა და ეფექტს ვერ ახდენს. მოგებულები რჩებიან, რაღა თქმა უნდა, ისინი, ვინც დახმარებას სთავაზობენ სხვებს.
როდესაც სხვა ადამიანს ეხმარებით, თქვენ საკუთარ სიცოცხლეს იხანგრძლივებთ. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დახმარებას სთავაზობთ ფიზიკურს თუ ემოციურს.
როდესაც სხვას დახმარებას შესთავაზებთ, თქვენ ასევე სტრესს ამცირებთ, იუმჯობესებთ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, განთავისუფლდებით
დეპრესიისგან და დაიმუხტებით დადებითი ემოციებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულსისხლძარღვთა
და იმუნური სისტემის მუშაობაზე.
ასე რომ, სხვების დახმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
აკეთეთ სიკეთე..
კომენტარი