რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის მატებასთან დაკავშირებით, კარანტინი გამოცხადდა, ხოლო ბავშვთა საავადმყოფოებში მნახველების შესვლა დროებით შეიზღუდა.
ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 25 დეკემბრიდან, პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე გასამმაგდა. დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო 30- ზე მეტ მოზარდს უწევს, გასულ წლებში კი ეს ციფრი 10-ს არ აღემატებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტები საავადმყოფოს ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და ღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.
კომენტარი