სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამონაწერი ქართველი “სასოწარკვეთილი დიასახლისების” დღიურებიდან

სიყვარულის დღეს ვიფიქრე: რამე საჩუქარს ვუძღვნი მეუღლეს ღამე,

ბევრი ვიფიქრე, გავგიჟდი თითქმის, რა შევიძინო ძვირფასი ქმრისთვის?

გულებიანი მინდოდა ნივთი, სიყვარულის დღეს უხდება Gift-ი.

იქნებ შარვალი, სარკე, ან კეტი... ბევრი კოცნა და რა უნდა მეტი?..

სიყვარულის დღეს მაჩუქე რამე,

ასეთ დღეებში ვოცნებობ მუდამ,

სულ ერთი არის, მაჩუქე ღამე,

გრძელი ან მოკლე, საღამო თუნდაც.

მაჩუქე კაბა, მაჩუქე სარკე... ისე, უბრალოდ,

რაც მოვა თავში.

სიყვარულის დღეს ვოცნებობ მუდამ,

სიყვარულის დღეს მაჩუქე ბავშვი.

სიყვარულის დღეს ვსაუზმობ მარტო, თუ კი ამას საუზმობა ჰქვია...…

ვიღებ ერთ ნაჭერ, მეჩვენება, რომ გამხმარ სიყვარულს და დასალბობად თხლად გადავუსვამ ხელოვნურ ღიმილს.

სიყვარულის დღეს სევდის მანქანა ჯერ დასაქოქია, როდის გათბება ასეთ ყინვაში... შენს ქუჩამდე მაინც შორია. მარილს მოვაყრი თოვლიან გზას და მოვკბეჩ დასამოკლებლად...

მოვსვამ მდინარეს, რომლის პირასაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით და ზიზღით გადავყლაპავ, როგორც ყველაზე ”თარს” გამოგონებას.

აი, ჩემი საუზმობაც, თუ კი ამას საუზმე ჰქვია... სიყვარულის დღეს მე დაბნეული ვარ ჩემს სიმარტოვეში... ... ამკრიფე რა.

სიყვარულის დღეს თუ მოხვალ მთვრალი, არ დაგავიწყდეს, რომ მე ვარ ქალი.

თუ შენთვის “ნაშა” არ არის ნოლი, არ დაგავიწყდეს, რომ შენ გყავს ცოლი,

თუ კი ცუდად ხარ და თარსი დღეა, მეგობარი ვარ, რომელიც მზეა.

ბეწვის ხიდზე ხარ? მომეცი ხელი და თუ ჩაგიწყდა - თოკია ძველი.

რადგან ყოველთვის შენთან ვარ კარგო, რომ შენი გულის ძაფებით ვქარგო, ვ

იდრე სიბერე ჩამოთოვს წმინდად, მინდა მიყვარდე, გიყვარდე მინდა,

“მარტოდ შთენილებს” მიხედოს ბუდამ, ბედი კი “ორის საქმეა” მუდამ.

ქეთი კვიტატიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100