სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გააუვნებელყვეს სარაევოში ტერორისტი, რომელმაც აშშ-ის საელჩო დაცხრილა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, როგორ გააუვნებელყო პოლიციამ ტერორისტი, რომელმაც სარაევოში აშშ-ის საელჩოს შენობას გაუხსნა ცეცხლი. პოლიციამ თავდამსხმელს მაშინვე არ ესროლა, ღათა გამვლელების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნა. თავად ტერორისტი მხოლოდ შენობას ესროდა და გაუგებარ სიტყვებს გაჰყვიროდა. პოლიციის ცნობით, ავტომატის გარდა, მას ორი ხელყუმბარაც ჰქონდა.

მოგვიანებით დადგინდა თავდამსხმელის ვინაობაც: იგი მევლიდ იაშერევიჩი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სერბიიდან ჩამოვიდა, ისლამისტებთანაა დაკავშირებული და ვერ იტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ ადრე, 2005 წელს იგი ძარცვისთვის ქალაქ ვენაში სამი წლით იყო დაპატიმრებული, საიდანაც სერბიაში იყო ექსტრადირებული. ერთი წლის წინ კი თავდამსხმელი სერბეთში დააკავეს, როცა ქალაქ ნოვი-პაზარში მყოფ აშშ-ის ელჩზე თავდასხმას აპირებდა. მას დიდ საფულეში დანა ჰქონდა შენახული.

ტერორისტის გაუვნებელყოფის კადრებში, რომელიც ორი კუთხიდანაა გადაღებული, ჩანს, რომ პოლიციელებმა ტერორისტი ჯერ დაჭრეს, ხოლო დაახლოებით ერთ წუთში დაჭრილს ალყა შემოარტყეს და დააკავეს.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100