სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„როგორ აწამეს და დატანჯეს ეს უდანაშაულო ადამიანი“ - რას ამბობენ სასტუმროს მეპატრონის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ადვოკატები

ქობულეთში მდებარე .. ხასანას („არმაზის“) სასტუმროში, სადაც რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულიფაქტი მოხდა სასტუმროსმეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა ართმელაძემ თავი ნახარნძრალადგილზე ჩამოიხრჩო.

სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარული 2"-ის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

- როგორც დრონი.ჯი- ზაზა ართმელაძის ადვოკატმა პაატა შავაძემ განუცხადა, ზაზა ართმელიძე, მასშემდეგ რაც უსაფუძვლოდ იქნა დაკავებული, ძალიან განიცდიდა ამას.

„იმ პერიოდმა, ციხეში ყოფნის პერიოდმა, დაღი დაასვა მის ცხოვრებას. ის ძალიან პატიოსანი კაცი იყო. მისთვის აუტანელი აღმოჩნდა ეს სიტუაციები და პირობები, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა. ამას დაემატა ბათუმის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც მას და მის ოჯახს „პროკრედიტ ბანკისგან“ დიდი თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

მისი ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლის მიუხედავად, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივად და ჩვენ მის სულს მაინც შევატყობინებთ, რომ ის ნამდვილად მართალი ადამიანი იყო“-აცხადებს განსვენებულის ადვოკატი.

- ბატონო პაატა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი ბავშების მშობლებს არ სჯერათ ზაზა ურთმელიძის თვითმკვლელობსი და მათ მიაჩნიათ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა თქვენს დაცვის ქვეშ მყოფზე, ისინი პროკურატურას ადანაშაულებენ მომხდარში.

- ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. დღეს ვაპირებ ქობულეთში ზაზას ოჯახში ჩასვლას, ვნახავ თუ რას მეტყვიან ოჯახის წევრები. მე როგორც მაქვს ინფორმაცია საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან, თუ რამე ქვეტექსტები იმალება ამ ამბავში არვიცი... შეიძლება ზეწოლა მართლაც ხორციელდებოდა, იცით არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც დავადასტურებ. რა ედო ამ თვითმკვლელობას საფუძვლად და რატომ უნდა მოეკლა ზაზას თავი არვიცი. ამ დილით ქობულეთის პოლიციის უფროსისგან შევიტყვე ეს ამბავი, ვარ ძალიან დამწუხრებული და გაკვირვებული.

- ასევე მომხდარით შეწუხებულია ზაზა ართმელaძის მეორე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძ:

„საშინელება მოხდა:ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფი, ზაზა ართმელაძემ, დღეს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გაოგნებული ვარ, უპატიოსნესი ადამიანი იყო; როგორ გვიხაროდა მისი გათავისუფლება.

როგორ აწამეს და დატანჯეს ეს უდანაშაულო ადამიანი;

მალე სულ ვამთავრებდით მისი საქმის განხილვას, ერთად ველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს.

ვერ აიტანა ამდენი უსამართლობა ამ წესიერმა ადამიანმა!“- აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

- რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ბავშვების მშობლებს არ სჯერათ თვითმკვლელობის ვერსიის, აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი ასეთი ინფორმაციას ავრცელებს:

მეგობრებო.
ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლები დამიკავშირდნენ. აღშფოთებულები არიან პროკურატურის მიდგომით საქმისადმი. პირად საუბარში დააფიქსირეს, რომ მათ არ სჯერათ, თითქოს იმ სასტუმროს მფლობელმა თავი მოიკლა და ამაში სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ...

დღეს უნდა შევხვდეთ და დავგეგმავთ როგორ ვიმოქმედოთ. გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს სურთ აქცია გამართონ პროკურატურასთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვონ.

დანარჩენ დეტალებს უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

- დრონი. ჯი ნიკა მემანშვილსაც დაუკავშირდა. აი რას ამბობს უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში:

- ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ იყო და არის რაღაც ნიუანსები, რის გამოც ეჭვი შეაქთ სასტუმროს მეპატრონეს თვითმკვლელობაში. ფიქრობენ იმას, რომ ეს ადამიანი აქამდე მიიყვენს და ეს სავარაუდოდ სპეცსამსახურების ჩადენილია. ზეწოლის ერთ-ერთ მიზეზად ის მოჰყავთ, რომ საგამოძიებო უწყებები ყველანაირად უშლიდნენ ხელს, რომ მშობლები სასტუმროს მეპატრონეს შეხვედროდნენ. შეხვედრა გვინდოდა და ხელს გვიშლიდნენო მითხრეს და ტყუილად არ იტყოდნენ ამას მშობლელბი. ამიტომ ვაპირებ მათთან შეხვედრას და დალაპარაკებას, მე მხოლოდ დამირეკეს , მოკლე საუბარი შედგა ჩვენს შორის. მთხოვეს დახმარება, როგორც უფელბადამცველს. ვნახოთ რას მეტყვიან.

- აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით თბილისის პროკურატურასაც. უწყებაში გვითხრეს რომ ინფორმაციას მოიძებდნენ, თუმცა ერთი საათია ტელეფონს არ პასუხობენ.

შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100