"მოვედი აზრზე და ეხლა დავწერ ცოტას.. არ მეჯერა თუ ასეთი ამბავი ჩემს თავს მოხდებოდა" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
"მოვედი აზრზე და ეხლა დავწერ ცოტას. ცხორებაში არაფერი უჩუქებიათ რაც ერთი ათად არ გადამიხდია და ვინც ელოდება გადავიხდი კიდევ. არც არაფერი მომიგია არასოდეს და არ მეჯერა თუ ასეთი ამბავი ჩემს თავს მოხდებოდა ..... ხალხის უმრავლესობა კი წერს დაიმსახურეო მაგრამ მე მაინც ვერ ვიჯერებ. მოკლედ უბედნიერესი ადამიანი ვარ ყველა ასპექტში, შვილებით, საყვარელი საქმით, მეგობრებით ჩემი დით, მშობლებით, ბებია და ბაბუათი თქვენით რომ არ იშურებთ თბილ სიტყვებს და სურვილებს ჩემი მოსწავლეებით და აბსოლულტურად ყველაფრით. მადლობა ჩემს მომღერალ კოლეგებს რომ ყოველთვის ჩემს გვერდით არიან მადლობა სამშენებლო კომპანია " ბილდინგ სოლუშენ 111"-ს და მადლობა ღმერთს რომ ვუყვარვარ" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილმა საავტორო კონცერტი გაიმართა. მასში ქართული ესტრადის არაერთი მომღერალი მონაწილეობდა. მათ შორის, ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები, ლელა წურწუმია, ნოდიკო ტატიშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშილი, ნინო ჩხეიძე, რატი დურგლიშვილი, ქრისტინე იმედაძე და სხვები. საღამოზე მუსიკოსს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინა აჩუქა.
კომენტარი