HUAWEI-მ 2019 წლის FORTUNE 500-ის სიაში წინა წლის შედეგი 11 ქულით გააუმჯობესა
Fortune 500-ის სიაში კომპანიები ადგილებს შემოსავლებისა და მოგების მიხედვით
იკავებენ. ამასთან, ყურადღება კომპანიის ზრდის მაჩვენებლებსაც ექცევა. ცნობილი კომპანიებისთვის
Fortune 500-ის შეფასებები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც საკუთარი ზომის, სიძლიერის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის
შესაფასებლად და გლობალური ეკონომიკის პარამეტრად
იყენებენ.
HUAWEI-მ დამსახურებულად მოიპოვა
ადგილი Fortune 500- ის სიაში, რადგან წლიდან წლამდე მისი შემოსავალი 22%-ით, ხოლო
მოგება 27,5%-ით იზრდება. თუმცა, HUAWEI -ს მიზნები სცდება მომგებიანობას
და ის სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.
„ჩვენი მაჩვენებლის
გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, მნიშვნელოვანი
წარმატებაა“ - განაცხადა HUAWEI -ის მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა
დირექტორმა, რიჩარდ იუ-მ. „ჩვენ
ორიენტირებულები ვართ, რომ მომხმარებელს უახლესი
და ინოვაციური ტექნოლოგიები შევთავაზოთ, გავაუმჯობესოთ
შედეგები და მივაღწიოთ წარმატებას“ - აღნიშნა მან.
წელს HUAWEI-მ BrandZ-ის ყოველწლიურ ყველაზე
ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ტოპ 100-ეულში 47-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შედეგის მიღწევა კომპანიამ თავისი ინოვაციების საშუალებით
შეძლო, როგორიცაა HUAWEI P30-ის უახლესი კამერის სისტემა და ასევე ის უპრეცედენტო ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც
HUAWEI Mate X-ისა და Mate 20 X-ის (5G) მოდელებში გვხვდება.
HUAWEI-ის
პროდუქტები
და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის
ბიზნესში
20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის
ინოვაციური
ტექნოლოგიების
შეთავაზებას
მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი