სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარიჩინი სისხლში შაქარს ამცირებს

შვედი მეცნიერები, კვლევების შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარიჩინი სისხლში შაქარს ამცირებს. ამის შესახებ ევროპული სამეცნიერო ჟურნალები იტყობინებიან.

მეცნიერები მოხალისეებს, გარკვეული დროის განმავლობაში, რამდენიმე გრამი დარიჩინით შეზავებული ბრინჯის ფაფით კვებავდნენ. მეორე ჯგუფი კი იმავე საკვებს სანელებლის გარეშე იღებდა. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებს, ვინც დარიჩინიან საჭმელს მიირთმევდნენ, შაქრის შემცველობა სისხლში შეუმცირდათ.

შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ დარიჩინი ამ კუთხით ფრიად სასარგებლოა. ამიტომ შვედი სპეციალისტები, დიაბეტით დაავადებულებს, ამ სანელებლის ხშირად გამოყენებას ურჩევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100