ინციდენტი ფოთში - ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, თონეში აფეთქება მოხდა
ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, თონეში აფეთქება მოხდა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი