"ამ დღესაც გინება ტეხავს" - რას წერს სალომე ბაკურაძის ქმარი რუსთავი 2-ზე და რატომ ესარჩლება შს მინისტრის მოადგილეს?
"ბინა 18"-ის პროდიუსერი ლაშა ბასლანძე რუსთავი 2-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.
"ზაფხულის პირველი დღე, ნინოობა, ბავშვთა დაცვის დღე და ბოლობოლო თქვენი დაბადების დღე... და ამ დღესაც ჩემი news feed-ის 80 პროცენტი თქვენი გინება უნდა იყოს?! ტეხავს სხვა თუ არაფერი...( ნაბოზვარი თუ არ ხარ ეს რანაირად უნდა მოუგონო ადამიანს?? მაგრამ კურიერი ხო სახელშივე ნაბოზვრობაა... მეტი აჩიკო ამ ქვეყანას!" - ამ კომენტარით გააზიარა მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის პოსტი. თალაკვაძე რუსთავი 2-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთანაა კავშირში.
"უახლესი ინფორმაცია რუსთავი 2-ის საკითხზე.
რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი "აუდი"-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.
მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო ღუსტავი 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.
ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ
ტყუილს.
ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში", - წერს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს თეთრი „აუდი", ასევე როგორ ცეკვავენ ახალგაზრდები მანქანებზე და ისვრიან ცეცხლსასროლი იარაღიდან. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნოდა.
კომენტარი