სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციკლონის გამოჩენას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ „ამფანის“ შედეგად. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ცნობით, განადგურებულია კომუნიკაციები და ათასობით სახლი.
ციკლონის ძირითადი დარტყმა ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ შტატ დასავლეთ ბენგალიაზე მოხდა, სადაც სტიქიას სულ ცოტა 10 ადამიანი ემსხვერპლა.

„შოკში ვართ, ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება. ციკლონმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე COVID-19-მა“ - განაცხადა დასავლეთ ბენგალიის მთავარმა მინისტრმა მამათა ბენერჯიმ.

ციკლონის დაწყებამდე, სახიფათო ზონებიდან, ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებამ 3 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეტეოროლოგების მონაცემებით „ამფანი“ ბენგალის სრუტეში ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ციკლონია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100