სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საპრეზიდენტო პოსტი ვანო მერაბიშვილისთვისაა დაჯავშნული"

კავკასიის საკითხებში რუს ექსპერტს ვიქტორ იაკუბინს, ეჭვი ეპარება გიორგი მარგველაშვილის, როგორც პოლიტიკოსის პერსპექტიულობაში და მიიჩნევს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად თავიდანვე წამგებიანი კანდიდატურა დაასახელა, რამდენადაც მას არ აქვს დასახული ძალაუფლების მონოპოლიზების ამოცანა".

მისივე თქმით, გარკვეული შეთანხმების პირობებში, საპრეზიდენტო პოსტი ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილისთვისაა გამზადებული.
"ქართული ოცნებიდან" ძლიერი კანდიდატი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იქნებოდა, თუმცა იანვარში ის ვიცე-პრემიერობიდან გადააყენეს, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილთან უსიამოვნო საუბრის შესახებ გაახმიანა. აღნიშნულის მიხედვით, გარკვეული შეთანხმების ფარგლებში, როგორც ჩანს, ეს პოზიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - პროდასავლური კურსის გამომხატველ პარტიას რჩება. ამ მხრივ, ეკონომიკა და არმია - ქართულ ოცნებას, ხოლო საგარეო პოლიტიკური დემაგოგია - მიხეილ სააკაშვილის პარტიას, თუმცა, ამჯერად უკვე თავად სააკაშვილის გარეშე, რჩებათ", - მიიჩნევს ექსპერტი და დასძენს, რომ "უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, როგორც ჩანს სააკაშვილს პოლიტიკიდან გააძევებენ, პრეზიდენტის პოსტს კი ვანო მერაბიშვილი დაიკავებს, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობაში" გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ, საკუთარი საჯარო პოლიტიკა გაააქტიურა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100