მოხუცმა ქალმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა (ვიდეო)
მოხუცმა ქალბატონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მოხდა, სატელევიზო მარათონში „პრეზიდენტი გისმენთ“ სადაც ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა.
უცნობმა ქალბატონმა პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, ქურდი უწოდა და ფსიქიატრთან მკურნალობაც ურჩია.
რუსეთის პირველმა პირმა მოხუცი ქალის სიტყვები მშვიდად მოისმინა და მშვიდადაც უპასუხა: „გმადლობთ იმისთვის რაც თქვით, თქვენი სიტყვები ჩემი და იმ ადამიანების შრომის შეფასებაა, რომლებთან ერთადაც მე ბოლო წლების განმავლობაში ვმოღვაწეობ. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვგრძნობთ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ დასახული მიზნების მისაღწევად“-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პირდაპი ეთერში.
კომენტარი