სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაუჭირდა თუ არა სალომე ჭაჭუას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მუშაობა?

„პროექტში მონაწილეობაზე დათანხმებამდე ბევრი ვიფიქრე. დატვირთული რეჟიმი მაქვს, მოქმედი მოცეკვავე ვარ, საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს, საქართველოს ჩემპიონი ვარ, გასტროლებზე ხშირად დავდივარ, რთულია ჩემი პარტნიორი აქ დავტოვო და მე რამდენიმე დღით წავიდე. არ მინდა ჩემგან რამე დააკლდეს. ესაა ის ერთადერთი მიზეზი რის გამოც თავს ვიკავებდი.“ - ეს სიტყვები სალომე ჭაჭუამ ჟურნალ სარკისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

აღსანიშნავია, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების ახალ სეზონში ქორეოგრაფი მისი ყოფილი შეყვარებული გიგი გაჩეჩილაძეა.

„ძალიან მეხმარება პროექტის ქორეოგრაფი. თუ შოუს შემდეგ ყველა ისვენებს , მე და ქორეოგრაფი მოვდივართ და ცეკვას ვდგამთ. მან კარგად იცის ჩემი გადატვირთული რეჟიმის ამბავი და მაქსიმალურად ხელს მიწყობს.

გიორგი გაჩეჩილაძეა პროექტის ქორეოგრაფი. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ დადგმებს, რომ ანდრიამ მალე აითვისოს. გიგი და მაქსი განსაკუთრებულად მიწყობენ ხელს. გამორიცხულია ჩემს ვარჯიშს ერთი წუთი, რომ მაინც მოვაკლო, ეს ხელშეუხებელი თემაა. მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობ ძლივს ნელ-ნელა იმისკენ მივდივარ და ახლა უკან არ დავიხევ.

მე და გიგი ჩვენ მარტივად შევეწყვეთ ერთმანეთს. აქამდეც გვიმუშავია ერთად, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასე თუ ისე, ჩვენი აზრები ემთხვევა.“ - განაცხადა სალომემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100