სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" - ახალი ქართული ფილმი ომის ჟურნალისტებზე

25 აპრილს კინოთეატრი "ამირანი" ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმის - "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" სპეციალურ ჩვენებას უმასპინძლებს.
ფილმზე რეჟისორი 15 წლის მანძილზე მუშაობდა და თავად არის ფილმის მთხრობელი. 22 წლის ასაკში იგი ფოტოგრაფად წავიდა ჩეჩნეთის ომში.

ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი მისივე თვალით დანახული ომის ჟურნალისტების შესახებ მოგვითხრობს. 25 აპრილს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და კინოთეატრ "ამირანის" მხარდაჭერით, ამირანის მცირე დარბაზში მედიის წარმომადგენლებითვის სპეციალური ჩვენება გაიმართება.

ფილმის "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2000 წელს მას შემდეგ გაჩნდა, რაც იტალიელი ომის ჟურნალისტი ანტონიო რუსო საქართველოში მოკლეს. იგი ჩეჩნეთის ომის თემაზე მუშაობდა.
2007 წელს ფილმმა უკვე ჩამოყალიბებული პროექტის სახე მიიღო და კინოპროექტების განვითარების სხვადასხვა პლატფორმაზე გაიგზავნა. 2011 წლიდან პროექტში უცხოელი კინომწარმოებლები ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ფილმზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდა.

"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.
ფილმის პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100