პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული
შეიწყალა. როგორც
შეწყალების კომისიის
თავმჯდომარე ზვიად
ქორიძემ პრეზიდენტის
ადმინისტარაციაში დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა, ქვეყნის
პირველმა პირმა
შეწყალების მორიგ
აქტს ხელი
დღეს მოაწერა.
ქორიძის განმარტებით, შეწყალებულთაგან
103 მსჯავრდებული
სასჯელაღსრულების
დაწესებულებას
დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.
ამასთან, შეწყალებული პატიმრებიდან 14
ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
"ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების
საფუძველზე
მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ",
- განაცხადა
ზვიად ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულების
მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება.
კომენტარი