კარლო კოპალიანი: ირაკლი კობახიძის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლიანი რეჟიმი მოგვეშორებინა
კარლო კოპალიანი - „26 მაისის სისხლიანი ანგარიშსწორების დროს, პირველი ხელკეტი ირაკლი კობახიძის მამას, გიორგი კობახიძეს მოხვდა „ირაკლი კობახიძის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლიანი რეჟიმი მოგვეშორებინა.
პირველი ხელკეტიც მის მამას, გიორგი კობახიძეს მოხვდა“ - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებას „26 მაისის სისხლიანი ანგარიშსწორების დროს, როდესაც საკუთარი ხალხის მიმართ ძალა გამოიყენეს, ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები იყვნენ იქ. ჩვენთან ერთად იდგა სცენაზე, პირველი ხელკეტიც მის მამას, გიორგი კობახიძეს მოხვდა. მე ვადასტურებ ქალბატონი ნინოს მიმართ პატივისცემას, მაგრამ მგონი სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რადგან ირაკლი კობახიძის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლიანი რეჟიმი მოგვეშორებინა“ - აცხადებს კარლო კოპალიანი.
კომენტარი