ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზაფხულო გათამაშება - ,,იგრძენი ცხოვრების არსი’’ გრძელდება და RC COLA - ს მთავარი პრიზის - მესამე ბინის მფლობელის ვინაობა ცნობილია.
პირველი გამარჯვებული თბილისის მკვიდრი სერგო ხურშუდიანი გახდა, რომელმაც მოგებული ბინა 10 წლის შვილიშვილს ავთანდილ ღლონტს აჩუქა.
,,არასოდეს მჯეროდა გათამაშებების და ლატარიების, არც არასოდეს არაფერი მომიგია, ახლა კი ვიცი, ზედაზენში ოცნებები სრულდება“ - განაცხადა სერგო ხუშუდიანმა.
მეორე ბინა 11 წლის საბა გლოველმა მოიგო, რომელმაც თავისი პატარა დის, სამი წლის მარიამის ნათლობაზე შეიძინა ერთი ბოთლი RC COLA.
,,RC COLA - ს ერთგული მომხმარებელი ვარ და ამ მოულოდნელმა მოგებამ ძალიან გამახარა. დიდი მადლობა ,,ზედაზენს’’ მიმაჩნია, რომ იგი საუკეთესო კომპანიაა.’’ - განაცხადა საბა გლოველმა.
Rc cola -ს გათამაშება იღბლიანი გამოდგა თამაზ მაღალდაძისთვისაც, რომელიც დევნილია ლიახვის ხეობიდან და ოჯახთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. მისთვის მოგება ბუნებრივია ძალიან ემოციური აღმოჩნდა:
,,ზედაზენის პროდუქციის აქტიური მომხმარებელი ვარ და ხშირად ვყიდულობ, გათამაშების შესახებ ვიცოდი, თუმცა მოგების არასოდეს მჯეროდა და ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. დიდი მადლობა კომპანია ზედაზენს ასეთი შესანიშნავი სიურპრიზისთვის, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ.’’ - განაცხადა თამაზ მაღალდაძემ
მიუხედავად იმისა, რომ ხუთ წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე ს.ს. ,,ქართულმა ლუდის კომპანიამ’’ მომხამრებელს არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა, წამახალისებელი გათმაშება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
RC COLA არ წყვეტს წამახალისებელ აქციას. უკვე უახლოეს დღეებში მომხმარებელს საშუალება ექნება ჩაერთოს კიდევ ერთ გრანდიოზულ გათამაშებაში და მოიგოს არაერთი შესანიშნავი პრიზი.’’ - განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გათამაშების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და განთავსდება როგორც კომპანია ,,ზედაზენის’’ , ასევე RC COLA - ს ვებ - გვერდზე.
კომენტარი