სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ იტალიაში 14 ქართველი კრიმინალი დააკავა, მათ შორის სამი ქალია

იტალიაში დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ყველა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს საქართველოს საკონსულო იტალიაში.

უწყება ქართველების ზუსტი ვინაობის დადგენას ცდილობს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ იტალიის პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა. 14-კაციანი ჯგუფი რომის პოლიციამ ძარცვის ფაქტზე აიყვანა.

დაკავებულებს შორის სამი ქართველი ქალბატონია. ძარცვაში ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაჯგუფების წევრები ფეშენებელურ ვილებს განსაკუთრებული ტექნიკით, ერთი გასაღების პრინციპით ძარცვავდნენ ისე, რომ ბინებში არანაირი კვალი არ რჩებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100