სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევის ცენტრში ოპოზიცია კარვებს შლის, ტიმოშენკო კი ევრორემონტიან „ოდინოჩკაში“ მოათავსეს

კიევის ცენტრში, კრეშატიკის ქუჩა 44-ის მოპირდაპირე მხარეს, იპოზიციამ უკვე გაშალა ათამდე კარავი. მილიციამ უკვე აიღო ხელი მათთვის ამ განძრახვის დაშლაზე, თუმცა, ისინი კარვების მოპირდაპირედ, ცოცხალი ჯაჭვის სახით განთავსდნენ. ამ დროისათვის იქ მიტინგი მიმდინარეობს. მიტინგის მონაწილეთა უმრავლესობა მაიდანის მოვლენების მონაწილეები არიან. ისინი ამბობენ, რომ მაიდანზე გასვლას ისევ გეგმავდნენ, მაგრამ არ ეგონათ, თუ ეს ასე მალე მოხდებოდა.

უკრაინის ექს-პრემიერი, იულია ტიმოშენკო კი ამ დროისთვის იმავე საკანში ზის, სადაც წინა პატიმრობის დროს, 2000 წელს იჯდა.

„242-ე საკანი ევრორემონტითაა გაკეთებული, აქვს დამოუკიდებელი სანკვანძი და სარკმლის სპეციალური მინაპაკეტი, მაშინ როცა სხვა საკნებში სარკმელი საერთოდ არ არის“, - უთხრა „ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმირებულმა წყარომ.

მან დაამატა, რომ ტიმოშენკოს კამერა ერთადგილიანი, ე.წ. „ოდინოჩკაა“ და რომ ექს-პრემიერი საკანში მარტო ზის.

ტიმოშენკო კიევის წინასწარი პატიმრობის საპყრობილეშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100