სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხვა: სად აპირებენ დასვენებას თბილისელები

Droni.ge აგრძელებს ხალხის აზრის გარკვევას. ამჯერად ჩვენმა კორესპონდენტმა სცადა გაერკვია თუ სად აპირებენ თბილისელები დასვენებას.

ქეთი (17 ნლის) რაჭაში ვარ დაპატიჟებული დაქალთან.

გიორგი (19წლის სტუდენტი) უკრაინაში ვაპირებ გაფრენას.

მარი (16 წლის მოსწავლე) სადმე მთაში მინდა წავიდე.

მანანა (51 წლის ძიძა) არსად თბილისში ვაპირებ დარჩენას.

სალომე (18 წლის სტუდენტი) თურქეთში მივდივარ ჩემ მშობლებთან ერთად.

ანა (23წლის მზარეული) რაჭაში

მარიამი ( 21წლის სტუდენტი) სიონში დაქალთან და მერე ჩემ დაჩაზე.

აჩი (19წლის ფეხბურთელი) ბათუმში ჯერ და მერე თურქეთში ვფიქრობ წავიდე.

ანანო (25 წლის მხატვარი) ლონდონში მივფრინავ აგვისტოში.

ნინო (22 წლის სტუდენტი) ბათუმში წავალ 1 ან 2 კვირით.

ოთარი (40 წლის მასწავლებელი) სურვილი მაქვს სოფელში წავიდე ან ზღვაზეც კარგი იქნებოდა დასვენება მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს.

თეკო ( 19 წლის სტუდენტი) ბათუმში ან ქობულეთში ჯერ არ გადამიწყვეტია რომელში, მაგრამ იმასაც გააჩნია მშობლები ფულს მომცემენ თუ არა, მარტომ რომ დავისვენო.

ანი (29 წლის დიასახლისი) ბორჯომში ვაპირებ წასვლას ჩემ შვილებთან ერთად.

გურანდა ( 21 წლის სტუდენტი) ჯერ ხონში , მერე ქუთაისში... სექტემბრისთვის კი ბათუმს ვესტუმრები მეგობრებთან ერთად.

თამო (21 წლის სტუდენტი) თბილისში დავრჩები თუ სამუშაო ვნახე.

გულო ( 30 წლის დიასახლისი) არც სოფელი გამაჩნია და არც შესაძლებლობა რომ სადმე წავიდე.

ნათია (21 წლის სტუდენტი) კახეთში , კერძოდ შილდაში, ოჯახთან ერთად დავისვენებ რა.

ეკა ( 27 წლის დიზაინერი) კართისხევში სოფელი მაქვს და მეტი სად? როცა ზედმეტი ფული არა არის?

დიმა (27 წლის, ) უკრაინაში ვაპირებ სამუშაოდ წასვლას.

ანა (20წლის სტუდენტი) ბოლნისში. აქ ვსწავლობ და ჩემი ოჯახი მენატრება. მეტი არ მგონია სადმე რო შევძლო წასვლა.

ირინა (29 წლის, იურისტი) გურიაში წავალ, როგორც კი შვებულება მეღირსება .

აღსანიშნავია რომ ზოგ პოტენციურ რესპოდენტს არ ქონდა გადაწყვეტილი საერთოდ წავა თუ არა წელს დასასვენებლად ან სად წავა, ამიტომ ჩვენ კითხვაზე :“ სად აპირებთ საზაფხულო შვებულების გატარებას“? პასუხის გაცემას თავი აარიდა, ზოგმაც პირდაპირ თქვა რომ ქალაქიდან თუ გავა ღამის გასათევი არსად ექნება. მათი სასტუმროები ძვირია და არც ბინის დაქირავებაა მარტივი თუ ბლომად ფული არ გაქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100