სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორი პოლიციის აღლუმისთვის ემზადება

გორში პოლიციის აღლუმის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ღონისძიება ქალაქის ცენტრში ზუსტად 14.00 საათზე დაიწყება და ნახევარ საათს გასტანს, შემდეგ კი აღლუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს.

აღლუმში მონაწილეობას ყველა პოლიციური დანაყოფი მიიღებს. მონაწილეებს შორის არიან ასევე პოლიციის აკადემიის კურსანტებიც. გორში, აღლუმის ადგილზე განთავსდება ყველა ის მოძრავი ტექნიკური საშუალება, რომელიც შსს-ს აღჭურვილობაში შედის. კლასიკური გაგებით, ეს უფრო მოწყობაა, ვიდრე აღლუმი - ფორმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. მასალის გამოქვეყნების დროისთვის გორში ბოლო გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

6 მაისი ქართული პოლიციის დღედ 2010 წელს, შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა. პირველ წელს აღლუმი თბილისში, შსს-ს ახლადგახსნილი შენობის წინ ჩატარდა. 2011 წელს აღლუმს ბათუმმა უმასპინძლა, წელს კი მისი ჩატარება გორში გადაწყვიტეს.

მალხაზ ბატონისაშვილის ფოტო "ფეისბუქიდან"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100