სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლულია 18 წლის სტუდენტი ილია ჭავჭავაძე - საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა

მკვლელობა ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში - მოკლული 18 წლის ქართველი სტუდენტი ილია ჭავჭავაძეა.

ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და სუპერმარკეტ “სპარში” მუშაობდა.

საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა და სამი ჭრილობიდან ერთ-ერთი – გულ-მკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ის ქართველი-ინგილო გახლდათ. მისი აზერბაიჯანული სახელი და გვარია ილიაზ ილიაზოვია.

ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. დანაშაულისთვის დაკავებულია 16 წლის ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100