გიგი წერეთელი: შესაძლოა, პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს კიდეც...
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით, მან პატრიარქის განცხადება, რომ ყველა ქართველს, ვინც დაიბადა საქართველოში და თვლის, რომ ამ ქვეყნის შვილია, აქვს უფლება იყოს საქართველოს მოქალაქე, წირვაზე ყოფნისას მოუსმინა. "არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეობის მინიჭების პირობებს. ამიტომ ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება. ვიმეორებ, უწმინდესის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მოსაზრებას გაითვალისწინებს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა კიდეც აღუდგინოს".
კომენტარი