სტიქია დარიალის ხეობაში გაუჩინარბულია 2 ადამიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ღამით დარიალის ხეობაში ინტენსიურ წვიმას და ღვარცოფს კვლავ მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლა და სამწუხაროდ, გაუჩინარებულია 2 ადამიანი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებზე, გვირაბში მუშაობდნენ.
„საბედნიეროდ, ამუშავდა წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანების დროული ევაკუაცია. ჩემი დავალებით, მთავრობის წევრები წუხელვე ჩავიდნენ სტიქიის ზონაში. ადგილზე იმყოფება 4 მინისტრი - ჭიკაიძე, ხოკრიშვილი, შავლიაშვილი, ხადური. შექმნილია საგანგებო შტაბი და უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შეყვანილია ტექნიკა. უკვე გაკეთდა დამბა, რაც მდინარე თერგს დაგუბების საშუალებას არ მისცემს. მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა და ზარალის მასშტაბი მალე დადგინდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, სტიქიის ზონაში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ოფიციალური ვიზიტით სომხეხთში მიემგზავრება, თუმცა მუდმივი კავშირი ექნება კრიზისების მართვის შტაბთან და ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას მიიღებს.
კომენტარი