სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასუს ონლაინი უკვე ფოთშია!

ფოთში კავკასუს ონლაინის სერვის ცენტრი იხსნება

12 დეკემბერი, თბილისი – 13 დეკემბერს, 18 საათზე ფოთში კავკასუს ონლაინის სერვის ცენტრი გაიხსნება. ფოთის მაცხოვრებლები ამიერიდან ოპტიკური ინტერნეტით და აი პი ტელევიზიით ისარგებლებენ. კავკასუს ონლაინი ფოთის მაცხოვრებლებისათვის სპეციალურ შეთავაზებასაც ამზადებს: 5 იანვრამდე ჩართული ყველა მომხმარებელი 5 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტით თვეში მხოლოდ 9 ლარად ისარგებლებს სამი თვის განმავლობაში. აქციის დასრულების შემდეგ კი ამ პაკეტებიდან გააკეთებს არჩევანს: 5 მეგაბიტი 15 ლარად, 22 მეგაბიტი 30 ლარად, 40 მეგაბიტი 40 ლარად, 50 მეგაბიტი 50 ლარად და 100 მეგაბიტი 100 ლარად.

კავკასუს ონლაინის სერვის ცენტრი ფოთში, აღმაშენებლის ქუჩა 9/1–ში განთავსდება. პრეზენტაციას ქალაქ ფოთის მერი დავით სარსანია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ფოთი თბილისის შემდეგ უკვე მესამე ქალაქია, სადაც კავკასუს ონლაინის ოპტიკური ინტერნეტით და ინტერაქტიული ტელევიზიით სარგებლობაა შესაძლებელი. 2013 წლის გაზაფხულზე ანალოგიური მომსახურება კომპანიამ რუსთავის მოსახლეობასაც შესთავაზა.

კავკასუს ონლაინი ფოთში წარსდგება პირველად განახლებული ლოგოთი და კორპორატიული სტილით. ახალი ლოგო კომპანიის სახელწოდების საწყისი ასოებისგან შემდგარი გლობუსია, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამყაროსთან კავშირის უნივერსალური სიმბოლოა. ვიზუალური ნაწილის გარდა სიახლეები შეეხება ასევე კომპანიიის პოზიციონირებას, გეოგრაფიულ გაფართოვებას და მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

კავკასუს ონლაინი მაღალი ხარისხის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ეტაპობრივად დაფარვას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100