სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოდაში შემოდის არაქუჩური, უფრო ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლა"

"ქრისტიან-დემოკრატების ფრაქცია" საკრებულოში არჩევნებზე დაპირებული დაბალი ტარიფებისთვის" იწყებს ბრძოლას. ქდმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ინგა გრიგოლიას აზრით, მათი გადაწყვეტილება საკრებულოში შესვლის თაობაზე სწორი იყო. გრიგოლია მიიჩნევს, რომ როდესაც პოლიტიკოსი არ იყენებს არჩევნებს, რათა შემდეგ ჰქონდეს პოლიტიკური ტრიბუნა, ის ან პოლიტიკურად ზარმაცია, ან რევანშზე მიდის. ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკრებულოს მუშაობაზე "დრონი.ჯი"-ს "ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის" თავმჯდომარე, ინგა გრიგოლია ესაუბრა.
დსფჯსდკფლჯსდ
– საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით პირველივე მოსმენაზე განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, აღნიშნული საკითხი ოქტომბრისთვის გადაედოთ, რატომ იღებს დაჩქარებული წესით გადაწყვეტილებას პარლამენტი?
დსფჯსდკფლჯსდ
– როდესაც რაიმე საკითხი გადასადებია და იმის მაგივრად, რომ გადადო, პირიქით, სასწრაფო წესით აპირებ მის განხილვას, ე.ი. ეს რაღაცაში გაწყობს და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი ცდილობს თავის გუნდთან ერთად გარანტიები მიიღოს, გაიმყაროს ძალაუფლება იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. თუ არადა, აბა, რატომ ეჩქარება პარლამენტს ამ კანონპროეტის განხილვა და შემდეგ მიღებაც? ჩვენი ფრაქცია პარლამენტში არ მისცემს ხმას ამ კანონპროექტის მიღებას. პრინციპში იქ მაინც უმრავლესობით მიიღებენ ამ კანონპროექტს.
დსფჯსდკფლჯსდ
თავისთავად ის, რომ ახალი კონსტიტუცია მიიღება, მისასალმებელია და იქ ჩადებული დეტალები შეიძლება სულაც არ იყოს საგანგაშო, მაგრამ რატომ ეჩქარებათ მიღება? ჩვენ დღემდე ერთი კაცის ქვეყანა ვართ და სწორედ მის მიერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება მთავრობაშიც და პარლამენტშიც. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამას ყველაფერს აბალანსებს, მაგრამ ვსვამ კითხვას: რატომ ეჩქარებათ? ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი რასაც გაურბოდა ამ წლების განმავლობაში და რაზეც ძალიან დიდ პიარს იკეთებდა, ვგულისხმობ ანტიპუტინს, მას ემგავსება. სწორედ პუტინი იქცეოდა ასე, სანამ ის პრემიერი გახდებოდა.
დსფჯსდკფლჯსდ
– სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში და საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ქმედებებში იკვეთება თუ არა კონტურები იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს პრემიერობა?
დსფჯსდკფლჯსდ
– ყველაფერი აქეთ მიდის. იცით, რევოლუციის შემდეგ ეკა ხოფერიას გადაცემა რატომ დაიხურა? მას ჰყავდა მიწვეული ეთერში მაია ნადირაძე და თინა ხიდაშელი. სწორედ ხიდაშელმა ისაუბრა მაშინდელი გეგმიური საკონსტიტუციო ცვლილებების საშიშროებაზე, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ ცვლილებებს. შედეგიც ვნახეთ, საქართველო ერთი კაცის სახელმწიფოა. ახლა სააკაშვილს სურს, ყველანაირი ბერკეტი პრემიერის ხელში იყოს, რადგან იგი პრემიერობას გეგმავს. ამის ერთადერთი საპირწონე არის ის, რომ ეს უნდა მოხდეს კოალიციურად, კოალიციურ არჩევნებში კი არა, იმ რაოდენობით უნდა მივიდეს პარლამენტში, რომ მოახერხოს კოალიციური უმრავლესობის შექმნა, ამის რესურსი, ვფიქრობ, რომ მათ აქვთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ქუჩის აქციების კრახი. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოდაში შემოდის არაქუჩური, უფრო ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლა, რაშიც "ქრისტიან-დემოკრატებს" ყოველთვის ედავებოდნენ.
დსფჯსდკფლჯსდ
– ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ქუჩის აქციების კრახი იმის ბრალი იყო, რომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არა აქვს, თუ რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა იდეა თავის ამბიციებზე მაღლა ვერ დააყენა?
– ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანება, აბსოლუტურად არაფრის მომცემია, მაგრამ ინაუგურაციის დროს იპოდრომიდან ხალხი რომ წამოეყვანათ რუსთაველზე, დღეს მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ერთადერთი ლიდერი ჰყავდა ოპოზიციას, ლევან გაჩეჩილაძე. ეს ჩემი წმინდა ჟურნალისტური მოსაზრებაა.
დსფჯსდკფლჯსდ
– თუკი მიხეილ სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი და ამას დაემთხვევა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლებელია თუ არა რუსეთის მხიდან მორიგ სამხედრო აგრესიას ჰქონდეს ადგილი, მით უმეტეს, რომ მსგავს პროგნოზებს ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტებიც აკეთებენ?
დსფჯსდკფლჯსდ
– ახლა ვერაფეს გააკეთებენ, თავის დროზე უნდა ყოფილიყო შედარებით რბილი მიდგომა და არ უნდა ყოფილიყო საუბარი ლილიპუტინებზე და ფეკალურ მასებზე. მე იმის მჯერა, რომ სააკაშვილი ვერ გახდება პრემიერი. თუკი პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც დაუშვა მისი გაპრემიერება, ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობა" კიდევ დიდხანს იქნება ხელისუფლებაში "მოქალაქეთა კავშირივით".
დსფჯსდკფლჯსდ
– რაც შეეხება საკრებულოს მუშაობას, თქვენ შესთავაზეთ დედაქალაქის მერს პროექტი "მერის საათი". მიიღო გიგი უგულავამ თქვენი შეთავაზება?
– სამწუხაროდ, მერიის პასუხისმგებლობების თემა საკრებულოში აღარ არსებობს, უფლება-მოვალეობა ბეგაშვილის დროს ამოიღეს კანონიდან. ჩვენ შევთავაზეთ მას ეს ინიციატივა და ჯერჯერობით თანხმობა არ მიგვიღია. გიგი უგულავას მაინც მოუწევს საკრებულოში მოსვლა დებატებზე, თქვენ ნახავთ ძალიან სერიოზულ დებატებს საკრებულოში.
დსფჯსდკფლჯსდ
– ძალიან ბევრი ოპოზიციონერი სკეპტიკურად უყურებდა "ქრისტიან-დემოკრატების" გადაწყვეტილებას საკრებულოში შესვლის თაობაზე. გაამართლა თქვენმა გადაწყვეტილებამ?
– ჩვენ ავიღეთ ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ექნებოდათ დაბალი ტარიფები. ჩვენ უახლოეს მომავალში გავალთ ქუჩაში და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. თუკი არ გაითვალისწინებენ ჩვენს ხელმოწერებს, მერე გავალთ ქუჩაში. ასე რომ, ხელისუფლებას ქუჩის გამოსვლების სიამოვნება წინ აქვს. არ მეგულება თბილისში ადამიანი, რომ ეს თემა არ აწუხებდეს და არ აინტერესებდეს, რასაც ჰქვია დაბალი ტარიფები.
დსფჯსდკფლჯსდ
– რაც შეეხება პოლიტიკურ სარგებელს, არის საკრებულო ის ტრიბუნა, საიდანაც საქმესთან ერთად შეიძლება პოლიტიკურმა სუბიექტებმა და ფრაქციამ პოლიტიკური სარგებელი მიიღონ?
– პოლიტიკური სარგებელი პოლიტიკოსისთვის არის არჩევნები. თუკი არჩევნებზე უარს იტყვი, მაშინ ხარ უსარგებლო, როგორც პოლიტიკოსი. თუკი ერთხელ არ შეხვალ ამ პროცესებში, არჩევნებს ვგულისხმობ, არც მეორედ შეხვალ, შემდეგ უკვე ამომრჩეველი აღარ მოგცემს ხმას. ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ტრიბუნა, საიდანაც ბრძოლას აქვს აზრი. დღეს პარტიულობის თვალსაზრისით ყველაზე კარგ მდგომარეობაში არის ქდმ. ჩვენ გვყავს ძალიან დიდი ფრაქცია პარლამენტში და სამკაციანი ფრაქცია საკრებულოში. თუკი არ მიდიხარ არჩევნებზე, ან ხარ ზარმაცი, ან თვითლიკვიდაციაზე მიდიხარ, ან მიდიხარ რევანშზე და გგონია, რომ ძალისმიერი მეთოდით დაამარცხებ ხელისუფლებას.
დფსფლსკდგსჯდფგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100