დაპირისპირება სოფელ რიყეში - ხმაური უბნიდან საარჩევნო გადასატანი ყუთის გატანის მცდელობას მოჰყვა
ხმაური სოფელ რიყეში - დაპირისპირება კომისიის წევრების მიერ #63 საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთის გატანის მცდელობას მოჰყვა.
კომისიის წევრებმა მოითხოვეს, რომ მათი დამკვირვებელი დამჯდარიყო იმ მანქანში, რომლითაც გადაჰქონდათ გადასატანი ყუთი. თუმცა „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი იძლეოდა მითითებებს, რომ დამკვირვებლები საარჩევნო ყუთს გაჰყოლოდნენ სხვა მანქანით. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური საარჩევნო კომისიაში.
„გადასატანი ყუთი მიდიოდა და შენიშვნები იყო რომ დამკვირვებელი ბევრი არ გაჰყოლოდა და ჩვენი მანქანით გავაყოლეთ ორ დამკვირვებელი და გარეშე პირები რომლებიც დამკვირვებლები არ იყვნენ, ბეიჯები არ ჰქონდათ და არაფერი, ისეთები ესაუბრებოდნენ კომისიის წევრებს და ვთხოვეთ რომ მანქანას მოშორებოდნენ,“-აცხადებს ერთ-ერთი დამკვირვებელი.
კომენტარი