რა საერთო აქვთ მერაბ კოსტავას, მაილზ დევისს, ელდარ შენგელაიას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?
26 მაისს დაბადებული ცნობილი ადამიანები და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი დამოუკიდებლობის დღე:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა.
1933 წლის 26 მაისს დაიბადა ელდარ შენგელაია - ქართველი კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.
1936 წლის 26 მაისს დაიბადა ჯანსუღ კახიძე - ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი და მომღერალი.
1939 წლის 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა (1939 - 1989) - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე.
1926 წელს დაიბადა მაილზ დეივისი (Miles Davis 1926 - 1991)- ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი, მესაყვირე, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი.
1964 წლის 26 მაისს დაიბადა ლენი კრავიცი (Lenny Kravitz) - ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, არანჟირების ოსტატი და მულტიინსტრუმენტალისტი.
კომენტარი