სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამართალდამცველებმა პარლამენტთან ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, ის ჯერჯერობით თავისუფალია.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100