ოზურგეთში ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალი დაიღუპა.
ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი