სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჯახური კონფლიქტის დროს შვილმა მამას თვალები ამოთხარა (ვიდეო +18)

შემთხვევა ინდოეთის ქალაქ ბანგალორში მოხდა - 40 წლის მამაკაცმა 65 წლის მამას თვალები ამოთხარა. კონფლიქტი მემკვიდრეობაზე საუბრის დროს დაიწყო.

დაშავებული მეზობლებმა მაშინ იპოვნეს, როდესაც ის სისხლისგან იცლებოდა და საშველად უხმობდა ხალხს. მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა დაშავებულისთვის ერთი თვალის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
დამნაშავემ გაქცევამდე საკუთარ დას დაურეკა და უთხრა, რომ მამამ თვალები თავად დაითხარა, რათა დანაშაული ვაჟისთვის დაებრალებინა, ამის შემდეგ კი მიიმალა.
მეზობლების განცხადებით, დაშავებული მამაკაცი საკუთარი ვაჟის ცხოვრების წესით უკმაყოფილო იყო და არ უნდოდა მთელი ქონება მისთვის დაეტოვებინა.
ექიმები ჯერ ვერ ახერხებენ ზუსტ პროგნოზირებას იმისა, თუ რამდენად მოახერხებს დაშავებული მამაკაცი შენარჩუნებული თვალიდან დანახვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100