ანაკლია-განმუხურის ხიდი ნიუ-იორკში ხიდების საერთაშორისო კონკურსზეა წარდგენილი
ახლადგახსნილი ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდი ხიდების საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი ნიუ-იორკში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ანაკლია-განმხურის საფეხმავლო ხიდი წარდგენილია ნომინაციაზე: საუკეთესო საფეხმავლო ხიდი.
ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი 540 მეტრიანია. ხიდი გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა, შპს “ტრანსპროექტის” თანაავტორობით დააპროექტა. საფეხმავლო ხიდი მთლიანად ხისგან არის დამზადებული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს.
ხიდი მდინარე ენგურზეა გადებული და განმუხურისა და ანაკლიის ბულვარებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის მოაჯირები და ბაგირები თანამედროვე და ორიგინალური განათებით არის განათებული.
კომენტარი