695 ინფიცირებული და 16 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში 11 ივნისს
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 931 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 911 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 695 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა.
კომენტარი