სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკი, ქსენია სობჩაკს ახალ ბოიფრენდს უმალავს...

თინა კანდელაკის თაყვანისმცემლები, უკვე თვეებია ცდილობდნენ იმის გამოცნობას, თუ ვის ხვდება ტელეწამყვანი და ვინ აჩუქა მას ძვირადღირებული ბეჭედი. ქსენია სობჩაკმა კი, სულ ცოტა ხნის წინ, დაქალის საიდუმლო გაამხილა. „კანდელაკს და მის „ბიჭს“ - ბროვკოს, მე თეატრში შევხვდი. დამინახა თუ არა თინამ, მეგობართან ერთად სასწრაფოდ გაიქცა“ - დაწერა ქსენიამ თავის ტვიტერზე.

რა აქვს კანდელაკს სობჩაკისგან გასაქცევი? - კითხულობს რუსული მედია. სავარაუდოდ, მიზეზი ჭორებისგან თავის არიდებაა. ვასილი ბროვკოს თინა კანდელაკი უკვე ოთხი წელია იცნობს. ისინი ერთად ხელმძღვანელობდნენ კომპანიას, რომელიც „ესტეეს“-ზე პროგრამა „ინფორმაციას“და რიგ სხვა გადაცემებს ამზადებდა. შემდგომ, კანდელაკი ამ კომპანიის აქციონერი გახდა, ხოლო ბროვკო გენერალური დირექტორი. როგორც კანდელაკის მეგობრები ირწმუნებიან, თინასთვის მთავარი ქალური ბედნიერებაა და არა ფული. თავად კანდელაკი თავისი რომანის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100