ბერას ემუქრებოდნენ, აგინებდნენ… - ბერა ივანიშვილის "გამპრავებლები" ალაპარაკდნენ
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნებამდე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით თავს ესხმოდნენ და მისი სოციალური ქსელის გატეხვას ცდილობდნენ”, – ეს განცხადება “ქრონიკასთან” ნეიკო სარაჯიშვილმა გააკეთა, რომელიც ბერა ივანიშვილის ფან-კლუბის წევრია.
როგორც სარაჯიშვილი ამბობს, შეტევა პირადად მასზეც არაერთხელ განხორციელდა.
“პირადად ჩემზეც ხორციელდებოდა შეტევები, იყო გინება და პირადი შეურაცხყოფა. 200-კაციანი ჯგუფები შემოდიოდნენ ბერას გვერდზე. იწყებდნენ გინებას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვწონდა მისი სიმღერები და ვგულშემატკივრობდით. ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული ჯგუფების მიერ. იყო რამდენჯერმე ბერას Facebook-ის გატეხვის მცდელობები. ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ფაბრიკაცია, იმ მომენტს ემთხვევა“, – აცხადებს ნეიკო სარაჯიშვილი.
ნეიკო სარაჯიშვილი ერთადერთი არ არის, რომელიც ივანიშვილის შევიწროების შესახებ საუბრობს.
მარკეტინგისა და და სოციალური მედიის ხელმძღვანელი ეკაურეკაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი იყო, “ქრონიკასთან” ამბობს, რომ ბერას სოციალური ქსელიც გაუტეხეს და მის “ფეისბუქ” გვერდზე წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს.
2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერას ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი გატეხეს და მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს.
„ის ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მის ოფიციალურ გვერდზე იდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო. სათითაოდ, ყველა იქ მყოფ ადამიანს მოგვივიდა შეტყობინება, საკუთარი ფეისბუქგვერდის გატეხვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბერას ოფიციალურ გვერდზე იმ დროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები განათავსეს, რომელიც იმდროინდელ პარტიასა და პრეზიდენტს ეხებოდა“, – განაცხადა ურეკაძემ.
ბერა ივანიშვილის შევიიწროებაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, ბლოგერი ნინო მაღიაშვილი.
მისი თქმით, ბერას ბულინგი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა.
„ამ ფეისბუქგვერდზე მე ბერას გულშემატკივრებს ნაციონალების შეურაცხყოფისგან ვიცავდი, რომლებიც შემოდიოდნენ და ბილწსიტყვაობდნენ. რაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ბერას ბულინგი მას შემდეგ დაიწყეს, რომელიც ხალხის ნამდვილი რეაქცია არ იყო, ისინი პარტიულ დავალებას ასრულებდნენ. ბერა ყოველთვის თავის გულშემატკივრებზე დარდობდა“, – აცხადებს “ქრონიკასთან” მაღიაშვილი.
ცნობისთვის, “ტვ პირველმა” მოიპოვა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლიშიც, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, დასჯას უკვეთავს.
კომენტარი