სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრიწყაროსთან ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

გვიან ღამით დუშეთის რაიონის სოფელ თეთრიწყაროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს „ოპელი“ და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ოპელში“ მყოფი ორი ქალი და ორი მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა. ავტომანქანა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მაშველებმა ცხედრების ამოყვანას სამ საათზე მეტი მოანდომეს. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა, სატვირთო მანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი სიმძიმის ავარია პრაქტიკაში არ ჰქონიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100