სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერქეზებმა აფხაზეთის ომის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს

ჩერქეზებმა, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ, ”საფუძვლიანად შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი”, - განაცახადა ჩერქეზი ხალხის კონგრესის თანაშემწესთან ინტერვიუში გამოჩენილმა ჩერქეზმა საზოგადო მოღვაწემ, ეროვნული მოძრაობის ერთ ერთმა გამოჩენილმა ლიდერმა იბრაგიმ იაგანოვმა, რომელიც იმ ომში ბატალიონ ”ყაბარდოს” მეთაურობდა და ვლადისლავ არძინბას მიერ ’’აფხაზეთის გმირის” წოდებით იქნა დაჯილდოებული.

მისი თქმით, ეს არის აფხაზეთში ნაბრძოლი ჩერქეზი ვეტერანი მეომრების უმეტესობის პოზიცია. ”ჩვენ ვართ ისინი, ვინც იქ ვიბრძოდით - ვაკეთებთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს, და ზოგად დასკვნებს, - თქვა იაგანოვმა. - მაგრამ მე მაქვს ერთი ბარიერი, რომლის გადალახვაც არ შემიძლია. ერთ–ერთი, რაც მე ახლა ძალიან მაკავებს - ეს არის დაღუპული ბიჭების ხსოვნა, რომლებსაც რაღაცის სჯეროდათ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყველა ჩვენგანს ყველაფერი ეს გვწამდა. იმის გამო, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ - ჩვენ ჩვენი აზრები შევიცვალეთ, მაგრამ მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ, და ეს ხსოვნა ჩვენ ძალიან გვაკავებს”.

ჩვენ ვიცით, რომ ომი დამთავრდა, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელო. იმისდა მიუხედავად, თუ რაც იყო, რამე ბოღმა და სიძულვილი ქართული მხარის მიმართ მე არ გამაჩნია, და ჩემი ამახანაგების უმეტეს ნაწილს ასევე არ გააჩნია. და ისტორიულად საქართველო და ყაბარდო ყოველთვის იყვნენ კეთილი მეზობლები, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ, - აღნიშნა იბრაგიმ იაგანოვმა. - ამიტომ მე ორივე ხელით ვემხრობი საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და იძულებულნი - ანგარიში გავუწიოთ იმ პირობებს, რომელშიც მათ ჩვენ მოგვაქციეს. ასევე ჩვენ იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ იმასაც, რომ ოცი წელი - ვადა, პრინციპში, დიდი, ამავე დროს მეხსიარებისათვის არც თუ ისე დიდია. და ასე ადვილად წარსულს ვერ გადააბიჯებ და ურთიერთობების ძირეულად შეცვლა ადვილი არ არის ”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100