ჰაიდი კლუმი: „სექსუალური მისის კლაუსი“ შარვლის გარეშე
38 წლის მოდელმა, ჰაიდი კლუმმა, გადაწყვიტა საახალწლოდ თავადაც გახალისებულიყო და გარშემომყოფებიც გაემხიარულებინა- მან სანტა კლაუსის სექსუალური ფორმა მოირგო. "მისის კლაუსი სამუშაოდ მიდის",- მოდელმა ასეთი კომენტარი გაუკეთა ტვიტერის გვერდზე საკუთარ ფოტოს.
კლუმის ორიგინალობა იმაში გამოიხატება, რომ თოვლის პაპას კოსტიუმი ძალიან მოკლეა და ჰაიდი თავისი გარუჯული ფეხების დემონსტრაციას ეფექტურად ახდენს.
ჰაიდი ცნობილია თავისი საკარნავალო კოსტიუმების სიმრავლითა და სიყვარულით. მას არაერთხელ გაუმარჯვია ჰელოუინის ფესტივალზე საუკეთესო კოსტიუმის გამო.
კომენტარი