ალექსანდრე ანქვაბს ესროლეს: მისი დაცვიდან ერთი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს ტერორისტული აქტი მოუწყვეს. თვითონ ანქვაბი დაცვის სწორი მოქმედების შედეგად გადარჩა, მაგრამ მისი დაცვის ერთი წევრი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედაა დაჭრილი.
ალექსანდრე ანქვაბის ავტომანქნა უცნობმა პირებმა მაშინ დაცხრილეს, როცა ის სამსახურში მიდიოდა. ინციდენტის დროს ანქვაბი „ტოიოტას“ მარკის ჯიპში იჯდა და როცა ესკორტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, დე-ფაქტო პრეზიდენტს დაცვა გადაეფარა.
ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ გარკვეული, ანქცვაბის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს თუ ტერაქტი მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა. რუსული საინფორმაციო საშუალებები ორივე ვერსიას განიხილავენ.
ალექსანდრე ანქვაბი ამ დროისთვის სამუშაო ადგილზე იმყოფება.
კომენტარი