სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 თებერვლის ღამე ყველაზე ყინვიანი იქნება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი იყო. გუშინ ღამით თოვდა დასავლეთ საქართველოში, თოვლ-ჭყაპი იყო მხოლოდ ფოთში. დასავლეთში თოვლის ნალექი შეწყდა და გამოიდარა.

ამასთან, სინოპტიკოსები დღეს ღამით საქართველოში ყინვის გაძლიერებას პროგნოზირებენ. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ღამით -29 გრადუსი იქნება, შიდა ქართლში -20 გრადუსამდე, კახეთში -12-მდე. თბილისში კი ყინვა -11 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ასეთი დაბალი ტემპერატურა ციტრუსების მოყინვის საშიშროებას შექმნის. მაღალმთაში მოსალოდნელია -25-მდე.

ამასთან, 12-დან 14 თებერვლის ჩათვლით ქვეყანაში უნალექო ამინდები იქნება. 13 თებერვლიდან დათბება დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ბარში 5-10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყინვები 18 თებრვლამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100