ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი.
დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. 5 ოქტომბერს კი მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ,,ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1974 წელს დაბადებული გ.ს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი