სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანების "ასპრიაში" შევარდნას პირადად "ხარება" აკონტროლებდა

გამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ნიღბიანების "ასპრიაში" შევარდნას ადგილიდან პირადად გდდ-ს შეფი "ხარება" აკონტროლებდა.

"პირველებისთვის"მოწოდებული ინფორმაციით კი, ზვიად ხარაზიშვილი თავის დანაყოფთან ერთად სავარაუდოდ, "თავადურის" საპარკინგე სივრცის ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული.

რესტორანს კამერები აკონტროლებენ, თუმცა ადმინისტრაციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარი განუცხადა.


ვინ არიან შეირაღებული ნიღბიანები, ვინც გუშინ ფიტენს დარბაზ "ასპრიაში" შეიჭრნენ, თვითმხილველის თქმით, ხალხს მობილურები წაართვეს, რომ არ გადაეღოთ და ფიზიკური ანგარისწორებით და მკველობით იმქურებოდნენ? - ათობით თვითმხილველის და ვიდეო კამერის წინ მოხმდარი თავდასხმის ფაქტზე კარლო კაციტაძის უწყებას ფორმალური გამოძიებაც კი არ დაუწყია.

"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით 100-მდე ადამიანი გუშინ საღამოს ფინტეს დარბაზში კონკრეტულ პირს, რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა და იმუქრებოდა.

ვინ არის გიორგი უბილავა?

ის არის "ოცნების" ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრი. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით,ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. უბილავა არის ასევე მერიის სპორტსმენების დასაქქმების პროგრამაში და ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 500 ლარს იღებს.
ასპრიაში მომხდარი შემთხვევის შემდგ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გდდ-ს შეფსა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებული ჯახი ვერ განიმუხტა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში "ოცნების" მთელი ლიდერშიფი იყო ჩართული და თვეების შემდეგ ასე ქუჩა-ქუჩა ეძებენ შინჯიკაშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს, გიორგი უბილავას.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100