აჭარის მაღალმთიანეთში უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზები ჩაიკეტა
უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზები ჩაიკეტა აჭარის მაღალმთიანეთში - ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს, ქედაში კი 1 მეტრს აღწევს. სოფლებთან მისასვლელ გზებს ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა წმენდს.
გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.
კომენტარი