მოძრაობა Femen-ის დამაარსებელმა ოქსანა შაჩკომ სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა
ცნობილმა უკრაინელმა მხატვარმა და ფემინისტური მოძრაობის Femen-ის დამაარსებელმა ოქსანა შაჩკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა. იგი 23 ივლისს პარიზში, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. ცხედრის გვერდით კი წერილი იყო, რომელიც სუიციდამდე დატოვა:
"შენ ხარ ყალბი" - ასე ითარგმნება წერილი, რომელიც მან ინგლისურ ენაზე დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქსანამ ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა.
კომენტარი