სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტიდეპრესანტები ერექციულ დისფუნქციას იწვევენ

მამაკაცებში ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მოხმარება ერექციულ დისფუნქციას (იმპოტენციას) იწვევენ.

აღნიშნული დასკვნა, ხანგრძლივი დაკვირვებების შემდეგ, ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიტანეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტები დაკვირვებას აწარმოებდნენ მამაკცებზე, რომლებიც ნერვული სისტემის დაძაბულობის მოხსნისთვის აუცილებელ მედიკამენტებს იღებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქიმიური დანამატები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ისინი ხელს უშლიან სპერმის გამომუშავებას, რაც ძირითადად ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ანტიდეპრესანტების აბსოლუტური უმრავლესობის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ნორადრენალინი, სეროტონინი და დოფამინი შედის.

ყველაფერთან ერთად, აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში იზრდება ინსულტისა და სისხლდენის რისკფაქტორი. პრობლემები ჩნდება კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებითაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100